ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მთავრობა თალიბებთან მოლაპარაკებებს არ გამართავს


ავღანეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილის განცხადებით, შეერთებული შტატების მთავრობა თალიბებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, მაგრამ ვაშინგტონი ემხრობა ავღანეთის მთავრობის მცდელობებს, რომელიც მეამბოხეების ცეცხლის შეწყვეტისკენ დარწუმენებას ითვალისწინებს.
ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა რიჩარდ ჰოლბრუკმა უარყო ახლახან მედიაში გავრცელებული ცნობები თითქოს შეერთებული შტატების მთავრობას თალიბ მეამბოხეთა წარმომადგენლებთან რამდენიმე „საიდუმლო“ შეხვედრა ჰქონდა.
ნატოს ძალებმა ავღანეთის პოლიციის მაღალჩინოსანი დააკვეს, რომელსაც ტერორისტული აქტების ორგანიზება ედება ბრალად
ნატოს განცხადებით, დაკავებულია ავღანეთის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც კორუფციული საქმიანობა და გზისპირას აფეთქებების მოწყობა ედება ბრალად.
პროვინციალური მთავრობის წარმომადგენელმა ალიმ აიარმა დაადასტურა, რომ ავღანეთის და საერთაშორისო ძალებმა კაპისას პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილე ატაჰულა ვაჰაბი პარასკევს მის სახლში დააკვეს.
აღსანიშნავია, რომ ნატოს განცხადებაში დაკავებული პირის ვინაობა გამხელილი არ იყო, მაგრამ ნახსენებია, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს კაპისას პროვინციაში გზისპირა ნაღმების შენახვა, განაწილება და დამონტაჟება ედება ბრალად. ნატოს განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ავღანელი პოლიციელი გზის შეკეთებასთან დაკავშირებულ მექრთამეობასა და კორუფციაშია მხილებული.



XS
SM
MD
LG