ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მოზარდების გატაცება


ამერიკელი ბავშვები და მოზარდები გასართობ მედიასთან დღის მანძილზე შვიდ- რვა საათს ატარებენ,რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ყველაზე დიდი მეგობარი არა წიგნი, ოჯახის წევრი ან თანაკლასელია , არამედ ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და მუსიკალური ციფრული ჩამწერი გახლავთ.
ბოლო კვლევებით დადასტურდა,რომ ამერიკელი მოზარდები ჟურნალებსაც და წიგნებსაც კომპიუტერიდან-ინტერნეტის საშუალებით კითხულობენ.
ვიკი რიდოუტი ჯანმრთელობის კვლევითი ჯგუფის „Kaiser Family Foundation”-ის თამაშრომელია. იგი განცვიფრებაში მოვიდა კვლევების შედეგად მიღებული იმ ფაქტისგან,რომ მოზარდებს ბევრად მეტი უნარი შესწევთ მედია საშუალებები უსწრაფესი ტემპით მოიხმარონ,ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს.

თუმცა ეს არცთუ ისე სასარგებლოა მათი ჯანმრთელობისთვის.
ადამიანის ტვინის მკვლევარი ექიმები მიიჩნევენ,რომ დღის მანძილზე ხან ერთი და ხან მეორე ტიპის მედია საშუალებებზე გადართვა მოზარდის ტვინისთვის ძალზე შემზღუდველია .ამას ჯობს ადამიანი ერთ რომელიმე მედია საშუალებას იყენებდეს მთელი დღის განმავლობაში.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა,რომ მედია საშუალებათა აქტიური მომხმარებელი მოზარდები სკოლაში კარგად ვერ სწავლობენ.ერთი მეოთხედი ამერიკელი მოსწავლეებისა, ვინც მედია საშუალებებით განუწყვეტლივ ერთობა- სკოლაში დაბალი ან საშუალო მოწრებით გამოირჩევა.

იბადება კითხვა,სად არიან ამ დროს ამ მოზარდების მშობლები?რატომ არ ზღუდავენ ისინი საკუთარ შვილებს იმ მხრივ,რომ ბავშვებმა კომპიუტერთან, გასართობ ვირტუალურ თამაშებთან და მობილურებთან ნაკლები დრო დახარჯონ.კვლევებმა ამ მხრივაც საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგები გამოვლინეს,როგორც ირკვევა მოზარდების მხოლოდ ერთი მესამედი ემორჩილება მშობელს ამ კუთხით და მსგავს სიამოვნების მიღებაზე უარს არ აცხადებს.

აღსანიშნავია ისიც,რომ ინტერენტით დაინტერესებული უფრო მეტად- ამერიკელი გოგონები არიან. ბიჭებს კი ძირითადად ვიდეოთამაშები იტაცებთ.

ამ ფონზე კვლევების შედეგად გამოიკვეთა ერთი სასიხარულო ფაქტიც-ამერიკელ მოზარდებს უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე წიგნების კითხვის მიმართ ინტერესი არ განელებიათ და ისინი კვლავ იმავე რაოდენობის წიგნებსა და ჟურნალებს კითხულობენ.

ჯანმრთელობის კვლევითი ჯგუფის „Kaiser Family Foundation”-ის კვლევების შედეგად ასევე დადგინდა,რომ შავკანიანი და ლათინო- ამერიკელი მოზარდები დღეში მხოლოდ ოთხ საათს ატარებენ მედია საშუალებებთან,მედია საშუაlებების აქტიური მომხმარებლების საშუალო ასაკი კი ამერიკაში ძირითადად -11წლიდან დან 14 წლამდეა.




XS
SM
MD
LG