ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მისონერი  გაათავისუფლეს


ჩრდილოეთ კორეამ გაათავისუფლა ამერიკელი ქრისტიანი მისონერი რობერ პარკი. ბატონი პარკი გუშინ ლოს-ანჟელესში ჩაფრინდა.
ეს უკანასკნელი ფხენიანიდან პეკინში ჩავიდა, სადაც მას ამერიკელი საკონსულოს თანამშრომლები დახვდნენ.
პარკს კომენტარი არ გაუკეთებია მისი 43 დღიანი ტყვეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ პარკი 25 დეკემბერს დააკავეს, როდესაც იგი ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში გადასვლას გაყინული მდინარის ტუმენის გადაჭრის საშუელბით ლამობდა.

ამას წინ უძღოდა მისი დიდი მონდომება ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლისა და იქ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოაშკარავებისა.

როგორც ფხენიანის მთავრობა აცხადებს, პარკი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან აღიარა დანაშაული .

ამავე განცხადების თანახმად, პარკმა ასევე აღიარა ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეაში არ ირღვევა ადამიანის უფლებები.






XS
SM
MD
LG