ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა


ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა

ყოველწლიურ გამოსვლაში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა,რომ ამერიკელი მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ბირთვული იარაღი წარმოადგენს. ამ განცხადებით,პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო სტრატეგიის განსახორცილებლად .


იარაღის რეზევრებისა და სარაკეტო დანადგარების შემცირების ხარჯზე, შეერთებული შტატები და რუსეთი ბირთვულ იარაღზე კონტროლის შეთანხმებაზე მუშაობას უახლოეს ხანში დაასრულებენ .


"აპრილში ვაშინგტონში , ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე 44 ქვეყნის წარმომადგნელი შეიკრიბება. მათი მთავარი ამოცანა იქნება- დედამიწაზე ყველა მავნე ბირთვული ნივთიერების უსაფრთხოება უზრუნველყონ,რათა ტერორისტებმა მათი ხელში ჩაგდება ვერ მოახერხონ.



პრეზიდენტმა ობამამ ასევე განაცხადა,რომ ადმინისტრაციის დიპლომატიური მცდელობების საშუალებით შეერთებული შტატების ურთიერთობა გამკაცრდა ქვეყნებთან ,რომლებიც ბირთვული იარაღის საერთაშორისო შეთანხმებას მუდმივად არღვევენ.


„ამ მცდელობებმა განაპირობა ის,რომ ჩრდილოეთ კორეა იზოლაციაში მოექცა და საერთაშორისო სანქციების მძიმე ვალდებულებები დაეკისრა. საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობამ გარიყა ისლამისტური ირანიც ,რომელიც მიუხედავად იმისა,რომ დღესდღეობით პასუხისმგებლობების იგნორირებას ახდენს,მომავალში ამაზე პასუხი მოეთხოვება“

პრეზიდენტმა ობამამ ასევე ისაუბრა შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით:


„ამიტომაცაა,რომ 10ათასზე მეტი ამერიკელი ძალას არ იშურებს იმისათვის,რათა ჰაიტის მოსახლეობამ ძალები აღიდგინოს. ამიტომ ზრუნავს შეერთებული შტატები იმ გოგონაზე,რომელსაც ავღანეთის რომელიღაც სოფელში სწავლა სწყურია და ვერ ახერხებს,ამიტომაც იცავს ამერიკა იმ ქალთა უფლებებს ,ვინც ირანის ქუჩებში სამართალს დაეძებს.ამიტომაც სურს შეერთებულ შტატებს დაეხმაროს იმ მამაკაცს,ვისაც გვინეაში კორუფციის გამო სამსახური ვერ უშოვნია .ამერიკა არის ქვეყანა,რომელიც მუდამ თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების სადარაჯოზე იდგება“


XS
SM
MD
LG