ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომლოცველებზე ტერაქრტი განხორციელდა


ოფიციალური ერაყის განცხადებით თვითმკვლელი ტერორისტი მომლოცველებს შიიტებით დასახლებული უბნის გავლის დროს შეუერთდა.

ქერბალას რეგიოში, სამხრეთ ბაღდადიდან 80 კილომეტრში, დაჭრილები და მოკლულები ასობით ათასობით ერაყელ, ირანელს და სხვა წარმოშობის შიიტებს შორის იყვნენ.

მომლოცველების სვლა ერაყის სუნიტი ლიდერის სადამ ჰუსეინის მიერ აკრძალული იყო, მას შემდეგ პილიგრიმობა ყოველ წლიურად ტერორისტების სამიზნე ხდება.

დღევანდელი აფეთქება ბაღდადში მანქანების სერიულ აფეთქებებს მოსდევს, რომელთა სედეგედაც ბევრი ადამიანი დაიღუპა.

უსაფრთხოების დარგში ანალიტიკოსები ტერორისტული აქტების მომრავლებას, მარტის მოახლოვებულ საპარლამეტო არჩევნებ უკავშირდება.

ქაიროში ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი აბდულა ალ-აშაალი დარწმუნებულია რომ ტერორიზმის გამოვლინება ამერიკული ჯარების გადაადგილებასთანაა დაკავშირებული.

“თუ გინდათ ტერორისტების კვალს მიაკვლიოთ, ის პირდაპირ უკავშირდება ამერიკული ჯარის გასვლას ერაყიდან.”

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ძალები, მათ შორის ირანული, შეეცდენიან შექმნილი ვაკუუმის შევსებას. სუნიტი მეამბოხეების სამიზნე შიიტებით დაკომპლექტებული მთავრობაა.

ამერიკის ჯარებმა ერაყის ქალაქებიდან გასვლა, კოორდინირებული აფეთქებების სერიის დაწყებამდე, შარშან დაიწყეს. მომავალ თვეებში ამერიკის მთავრობა ქვეყნიდან ათასობის სამხედროს გამოყვანას გეგმავს.

XS
SM
MD
LG