ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ გაასამართლებენ ტერორისტებს?


ერთი წლის წინ შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა აღნიშნა, რომ ხალიდ შეიხ მოჰამედსა და დანარჩენ ტერორისტებს ფედერალურ სასამართლოს შენობაში, იმ ადგილთან ახლოს გაასამართლებენ, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი იდგა. ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ნიუ-იორკის ქალაქის მთავრობა იდეის წინააღმდეგ წავიდა. მათი არგუმენტები უსაფრთხოების ზომების დარღვევას და ზედმეტ დანახარჯს ემყარება.

ობამას ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკითხი განხილვის ქვეშაა. თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა, დევიდ აქსელროდმა ამ თემასთსან დაკავშირებით ტელეკომპანია nbc-ისთან საუბარში გაამახვილა ყურადღება.

"ჯერ გადაწყვეტილება ამ მიგვიღია. პრეზინდეტი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობის აზრი აუცილებლად გასათვალისწინებელია. ის ასევე მიიჩნევს, რომ ხალიდ შეიხ მოჰამედი და სხვა დანარჩენები, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ."

ნიუ-იორკში ტერორისტების გასამართლებისთვის შერჩეულ ადგილს ოპოზიცია დემოკრატიულ პარტყიაშიც გამოუჩნდა. მაგალითად სენატორი ინდიანას შტატიდან, ევან ბაი.

"მე ვფიქრობ რომ საჭიროზე მეტი თანხის დახარჯვა, ტერორისტების გასამართლებისთვის საჭირო არ არის. ჩვენ მათ მალე უნდა გამოვუტანოთ განაჩენი. ეს განაჩენი რაც შეიძლება მძიმე უნდა იყოს, სიკვდილით დასჯაც კი . ისინი ამერიკელების მკვლელობისთვის უნდა დაისაჯონ."

რესპუბლიეკლების ნაწილი თვლის, რომ დამნაშავეები არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. პოლ რაიენი და სხვა რესპუბლიკელები თვლიან რომ სამოქალაქო სასამართლო სენსაციურად ჩაივლის და მსჯავრდებულებს მანიპულაციის საშუალება ექნებათ.

მაგრამ დემოკრატები რესპუბლიკელებს ორმაგი სტანდარტების გამო კიცხავენ, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაც ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ფედერალურ სასამართლოში ასამართლებდა. კონგრესმენი მერილენდის შტატიდან კრის ვან ჰოლენი მიიჩნევს, რომ :

"ბუშის ადმინისტრაციის დროს ჩვენ ვიყენებდით როგორც ფედერალურ სასამართლოს, ასევე სპეციალურ სამხედრო კომისიას. დღეს, ობამას ადმინსიტრაციის დროსაც იმავე გზით მივდივართ."

ერთი კვირის წინ გუანტანამოში დაკავებულის, ალ-ყაიდას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის ალი-ბაჰლულის სააპილაციო სამხერდო კომისია გაიმართა. 3-სამხედრო მოსამართლის პროცესზე ზეპირი არგუმენტები მოისმინეს, განაჩენის გამოტანას ახლო მომავალში მოელიან.


XS
SM
MD
LG