ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამთავრობო დაკითხვა ბრიტანეთში


სამთავრობო დაკითხვაზე, რომელსაც ბრიტანეთში დიდხანს ელოდნენ, ტონი ბლერი მტკიცედ იცავდა ერაყის ომში ჩართვის გადაწყვეტილებას.
“დღეს ერაყის ომის გამოძიების წინაშე წარსდგება მისი აღმატებულება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 2007 წლამდე ტონი ბლერი.”
ბლერის განცხადებით, 2001 წლის 11-მა სექტემბერმა ყველაფერი შეცვალა. მისი თქმით, იმის მოთმენა, რომ სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა-არ შეიძლებოდა.

“11 სექტემბრამდე ბევრად ადრე, ჩემი შეფასებით სადამი იყო მუქარა, მონსტრი, ჩვენ უნდა გვეცადა მისგან გათავისუფლება.”


ტონი ბლერი ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად ერაყში შეჭრის ოპერაციას შეუერთდა და ქვეყანაში ათასობით სამხედრო გაგზავნა. ყოფილი პრემიერის თქმით, ის დარწმუნებული იყო რომ სადამს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. ამას ასევე დაზვერვის სამსახურიც ადასტურებდა.

“საქმე ტყუილზე,კონსპირაციულობასა და თვალთმაქცობაზე არ იყო- ეს იყო სერიოზული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება , რომელიც მე უნდა მიმეღო,ისტორიაში შეიყვანდა სადამ ჰუსეინის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას, ერთ მილიონ ადამიანზე მეტის სიკვდილს, გაეროს რეზოლუციის 10 წელზე მეტი ხნის უგულებელყოფას, ჩვენ ამ კაცის მიერ მასობრივი იარაღის აღდგენის რისკის ქვეშ ვეღარ ვიქნებოდით.”


ტონი ბლერმა ასევე უარყო ის ფაქტი, რომ ომის დაწყების შესახებ ის ჯორჯ ბუშთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

“ერთადერთი ღია პირობა რომელიც მე მას მივეცი, სადამის საქმის მოგვარება იყო.”
ერაყში შესვლის გადაწყვეტილება ბრიტანელებისთვის საკამათოა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით ხალხი ომის წინააღმდეგია.
ლონდონში დაკითხვის პარალელურად, ქუჩაში ხალხი საკუთარ პოზიციას დემონსტრაციაზე აფიქსირებდა.
ყოფილმა პრემიერმა აღიარა, რომ შეცდომები სადამ ჰუსეინის დაუძლურების შემდეგ იყო დაშვებული. ბლერი ასევე უშვებს იმ აზრს, რომ ბევრი მის გადაწყვეტილებას არ იზიარებს, მაგრამ საკუთარი პოზიციაზე მტკიცედ რჩება და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში იგივეს გააკეთებდა.


XS
SM
MD
LG