სან ფრანცისკოს მცხოვრებლნი დიდ ყურადღებას უთმობენ ჰაიტიში მომხდარ კატაკლიზმურ მიწისძვრასა და მის კატასტროფულ შედეგებს. გასული წლის ოქტომბერში მთიანი ჩრდილოეთ კალიფორნიის ამ ქალაქში დამანგრეველი მიწისძვრის მეოცე წლისთავს აღნიშნავდნენ. პორტ-ო-პრენსის მსგავსად, სან ფრანცისკო სეისმიურად აქტიურ ზონაში მდებარეობს.
1989 წლის მიწისძვრის შედეგად სან ფრანცისკოში სულ 62 ადამიანი დაიღუპა, რაც ჰაიტიში დაღუპულთა რიცხვის უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ 1906 წელს სან ფრანცისკო ბევრად უფრო განუვითარებელი და ნაკლებად დაცული იყო. მაშინ მიწისძვრის შედეგად გავრცელებულმა ხანძრებმა სან ფრანცისკოს ცენტრი გაანადგურა. ოფიციალური გამოანგარიშებით 1906 წლის მიწისძვრის შედეგად 506 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ჰაიტის მსგავსად, დაღუპულთა ნამდვილი რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკას ალბათ აღემატებოდა რადგან მიწისძვრამ გაკსაკუთრებული ზიანი მჭიდროდ დასახლებულ ჩინელების უბანს ანუ ჩაინატაუნს მიაყენა, სადაც შენობების უმეტესობა უხარისხო იყო და ათასობით არალეგალური იმიგრანტის სახლ-კარს წარმოადგენდა.
2010 წლის პორტ-ო-პრენსისა და 1989 წლის სან ფრანცისკოს მიწისძვრები სიმძლავრის მხრივ თითქმის იდენტური იყო და ორივე რიხტერის შკალით 7.00 ბალს უდრიდა. 1906 წლის სან ფრანცისკოს მიწისძვრა რიხტერის შკალის გამოგონებამდე 26 წლით ადრე მოხდა, მაგრამ იმდროინდელი სეისმოგრამების მიხედვით მიწისძვრის სიმძლავრე 8.3 უდრიდა. თუ ეს შეფასება ზუსტია, მაშინ სან ფრანცისკოს 1906 წლის მიწისძვრა ჰაიტის მიწისძვრას ბევრად აღემატებოდა.
სან ფრანცისკოს ბევრი მკვიდრი მიწისძვრისების შესაძლებლობას თითქმის გამორიცხავს. შენობები სეისმური თვალსაზრისით გაძლიერებულია. ხოლო ბევრი სან ფრანცისკოელი კი საკუთარ სიცოცხლეს ბედისწერას აბარებს.
კერძო საუბრებში კი აშკარად ჩანს, რომ ბევრს ძლიერი მიწისძვრის საშიშროება ნამდვილად აღელვებს. როცა ჰაიტის ნაირი მიწისძვრა სხვაგან ფიქსირდება ან მიწის შერყევის შედეგად ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა ტრანსამერიკის პირამიდა რყევას იწყებს, სან ფრანცისკოელებს შორის დიდი მიწისძვრის შესახებ ხუმრობები ნაკლებად გაისმის.