ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზღვარგარეთიდან დანახული ობამას პირველი წელი


ბარაკ ობამას ერთწლიანი პრეზიდენტობა ჯერჯერობით ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისათვის გარდამტეხი ვერ აღმოჩნდა.ეს კი, რეგიონში, გარკვეული იმედგაცრუების საფუძველი ხდება.

ერთი წლის, წინ, როდესაც პრეზიდენტი გახდა, ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნებოდა. პრეზიდენტმა რეგიონში სპეციალურ წარმომადგენლად ჯორჯ მიტჩელი დანიშნა.

დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო შეთანხმება 2 წელიწადში უნდა გაფორმებულიყო. ჯორჯ მიტჩელი რეგიონში თერთმეტჯერ ჩავიდა.

მიუხედავდ ამისა, მან ვერ მოახერხა ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლების ერთ მაგიდასთან დასმა.

იორამ ეტინგერი, ისრაელის ყოფილი დიპლომატი ვაშინგტონში ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერება მოითხოვა.

ეტინგერის თქმით, ობამამ ამით არაბები გაანებივრა, მაიშნ როდესაც ისრაელზე ზეწოლა გააძლიერა.

„ეს არის ადმინისტრაცია, რომელიც ფიქრობს, რომ არაბები მსოფლიოს ექსპლუატირებული ნაწილია. ასეთ მიდგომას კი მივყავართ იქამდე, რომ ადმინისტრაციას სურს, რომ ისრაელი დათმობებზე წავიდეს. ეს კი ისრაელისთვის ცუდი ამბავია“

ამბობს ეტინგერი.

პრეზიდენტმა ისლამურ სამყაროს გასული წლის ივნისში ქაიროდან მიმართა, რამაც პალესტინელები საგრძნობლად გაამხნევა.ამის შემდეგ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა, სანამ ისრაელი ებრაული დასახლების მშენებლობას არ გაყინავდა. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა ისრაელის პრემიერის ბეინიამინ ნეთანიაჰუს დარწმუნება მშენებლობების შეჩერების აუცილებლობაში ბოლომდე ვერ შეძლო. ამან პალესტინელთა იმედგაცრუება გამოიწვია.

ნაბილ ჰაკამანი ბეთლემელი ბიზნესმენია. ის ბეთლემში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამას მისი წინამორბედებივით, ან არ სურს, ან არ შეუძლია ისრაელის ოკუპაციის დასრულება.

„მან კარგად დაიწყო, თუმცა ახლა უკუსვლაა. იცით, პრეზიდენტებს ხალხის ბედი არ აინტერესებთ. და მე გული მწყდება რომ მან პალესტინელებისთვის არაფერი გააკეთა.“

ამბობს ჰაკამანი.

ისრაელსა და პალესტიანში არსებული იმედგაცურება ჟურნალ „Times“-ში ობამას ინეტრვიუშიც იგრძნობა. იგი ამბობს, რომ მისმა ადმინისტრაციამ ვერ გაითვალისწინა ზოგიერთი პოლიტიკური დაბრკოლება და გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდა.



XS
SM
MD
LG