ალ ჯაზირას არაბული ტელევიზიით გადმოიცა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ყაიდას" ლიდერის ოსამა ბინ ლადენის აუდიო გზავნილი, რომელშიც მან შობა დღეს ამერიკულ ავიალაინერზე წარუმატებელი ბომბის აფეთქების მცდელობაზე პასუხისმგებლობა აიღო.
დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად ბინ ლადენმა განაცხადა, რომ "ალ ყაიდა" გააგრძელებს თავდასხმებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ იქამდე სანამ ამერიკა ისრაელს ემხრობა.
მისი თქმით, ამერიკა თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს იქამდე, სანამ პალესტინელების უსაფრთხეობა არ არის გარანტირებული.აუდიო გზავნილის აუთენტურობა ჯერჯერობით დაუდასტურებელია.