ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები სამსახურით უკმაყოფილონი არიან


ახალი გამოკვლევებით დადასტურდა,რომ ამერიკელი მოსახლეობის ნახევარზე მეტი საკუთარი სამსახურით უკმაყოფილოა .ეს ამერიკელი დამქირავებლებისთვის არცთუ ისე სასაიმოვნო სიახლე გახლავთ,რადგანაც მოსამსახურეთა უკმაყოფილება თავისთავად აისახება პროდუქციის ეფექტურებასა და სამომავლო განვითარებაზე.

რა იმალება ამ ფაქტის უკან და რა ღონე უნდა იხმარონ ამერიკელმა დამქირავებლებმა იმისათვის,რათა თანამშრომლებს საკუთარი საქმისადმი ინტერესი გაუღვივონ და სამსახურის მიმართ კმაყოფილების გრძნობა გაუჩინონ ?

ამ თემაზე ჩატარებული გამოკითხვის პროექტის თანაავტორი ლინ ფრანკო აღნიშნავს,რომ სამსახურით უკმაყოფილების გრძნობა ამერიკელებს უკვე ბოლო ოცი წელია აწუხებთ:

„ ეს რიცხვი უფრო და უფრო მატულობს.1987წელთან შედარებით ,როცა საკუთარი საქმე 61 პროცენტ ამერიკელს თავდავიწყებით უყვარდა,დღეს ამ ადამიანთა რაოდენობა შემცირდა და ისინი მოსამსახურეთა მხოლოდ 45პროცენტს შეადგენენ."


ორგანიზაციამ,რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა და კომპანიებს ბიზნესის სფეროს განვითარებაში ეხმარება, 5ათასი ამერიკული ოჯახი გამოკითხა. გამოკითხვის შედეგად დაადგინდა,რომ ამერიკელებში სამსახურით უკმაყოფილებას მოტივაციის უქონლობა,თანამშრომლებთან და უფროსებთან არაჯანსაღი ურთიოერთობა და დაბალი ანაზღაურება იწვევს. იმასთან დაკავშირებით,რომ განურჩევლად ასაკისა,ამერიკელ მოსამსახურეთა უმეტესობა სამსახურში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს,ლინ ფრანკო აღნიშნავს:

„მხოლოდ 25წლამდე ასაკის ადამიანთა შორის 36პროცენტს იტაცებს საკუთარი საქმე.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თაობას კი სამსახურის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ბოლო ოცი წლის მანძილზე დაეკარგა"

ფრანკოს თქმით,ამერიკელთა სამსახურით უკმაყოფილებას კომპანიებში უკვე დამკვიდრებული საშუალო დონის ხელფასი და დაწინაურებისა, წახალისების და შვებულების პოლიტიკაც იწვევს. საუბედუროდ,უმეტეს ამერიკულ კომპანიებში მაღალ თანამდებობამდე მავალი გზა, ხელფასის მატება და წამახალისებელი ჯილდოები, ხანგრძლივი პროცესის გავლას საჭიროებს.

თუმცა, მოელოდნენ,რომ ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობის ზრდას შეერთებულ შტატებში მოსახლეობაში სამსახურის მიმართ მეტი სიყვარული და გაფრთხილების გრძნობა უნდა გამოეწვია,მაგრამ ეს ასე არ მოხდა .

იან აიერსი იელის უნივერსიტეტში,მენეჯმენტის სკოლის პროფესორია,მისი აზრით;

„ეკონომიკურმა კრიზისმა სხვა გამოწვევები დაუსახა ამერიკელებს.პროფესიონალებს ახლა უფრო მეტი მოეთხოვებათ.მათ უნდა გადაახალისონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და სამუშაო რეზიუმეები.დროა ახალი ინიცოატივები და ბიზნეს გეგმები დასახონ."

ლინ ფრანკოს აზრით ,სამსახურით კმაყოფილი ადამიანი მაშინაა,როცა საკუთარი საქმისადმი ინტერესი აქვს და კონკრეტული მოტივაციაც ამოძრავებს.ასეთი ტიპის ადამიანები:

„საყვარელ საქმეში ახალ მისწრაფებებსა და მიზნებს მუდმივად სახავენ.თუმცა მათ მსმენელებიც უნდა ჰყავდეთ ,რომ მსგავსი გეგმების განხორციელებაში რეალურად მხარი აუბან.ასე რომ ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს .მაშინ იბადება ჭეშმარიტი ნოვატორული იდეები,სწორედ მაშინ ხორციელდება ჭეშმარიტი მიზნები"


ლინ ფრანკოს აზრით,ახალი კვლევა დააფიქრებს ამერიკელ დამქირავებლებს, მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი თანამშრომლების განწყობაზე ფიქრს და პირობები შეუქმნან ,რათა სამუშაო ადგილზე თავი ბედნიერად იგრძნონ .


XS
SM
MD
LG