ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საზოგადოება შეშფოთებულია


ამის მიზეზი კი პოლიციის გაშმაგებული ოფიცრების საქციელია, რომელიც მათ გასული წლის აპრილში ჩაიდინეს, როცა მოსკოვის ერთ-ერთი პოლიციის უბნის შეფმა ორი ადამიანი მოკლა და 7 დაჭრა სუპერმარკეტში მომხდარი სროლის დროს. მისი განცხადებით, ის სტრესის ქვეშ იმყოფებოდა.

რუსული პოლიციის დანაშაულის ეს ერთადერთი ფაქტი არ არის. ნოემბერში, სამმა ყოფილმა პოლიციელმა მოსკოვში ცემით მოკლა ადამიანი. სამივე მთვრალ მდგომაროებაში იმყოფებოდა. გასულ კვირას კი, მოსკოვში პოლიციის პოლკოვნიკი დააპატიმრეს. მან ცეცხლი გაუხსნა უცნობ მძღოლს, რომელსაც თოვლზე ავტომობილი მოუცურდა და მის ავტომანქანას დაეჯახა. პოლკოვნიკი აცხადებს, რომ სროლა ნერვიულობის ნიადაგზე დაიწყო, რადგან ავტომობილში მასთან ერთად ფეხმძიმე მეუღლე იჯდა. ოთხშაბათშ კი 26 წლის ალექსი მიტაევმა, ტომსკის გამოსაფხიზლებელ ცენტრში მოხვედრილი ჟურნალისტი ცემით მოკლა.

გაზეთი „ტომსკაია ნედელია“, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, იუწყება, რომ ის გამოსაფხიზლებელში მას შემდეგ წაიყვანეს, რაც ორმა მეზობელმა პოლციაში დარეკა საჩივრით, რომ ჟურნალისტის სახლიდან ხმამაღალი მუსიკა აწუხებდათ. ამ დროს ჟურნალისტი საკუთარ სახლში სვამდა. გაზეთის ცს ოჯახურ, ყოფით ნიადაგზე სტრესის ქვეშ იმყოფება“

რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ვეტერანი კრიმინალისტ-ფსიქიატრის მიხაილ ვინოგრადოვის განცხადებით, ქვეყნის პოლიციიის თანამშრომელთა 30 პროცენტზე მეტი ან ალკოჰოლიკია ან ფსიქოპატი და ისინი სამსახურში კორუფციული გარიგებით მოხვდნენ.

„მთელი საპოლიციო სისტემა ნეპოტიზმზე დგას. ყველას ვინც სისტემაში მუშაობს, თავისი მფარველი ყავს, რაც საერთო ჯამში კლანურ სტრუქტურას ქმნის.“

ვინოგრადოვის თქმით ამის შედეგად პოლციაში ბევრი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ხალხი ხვდება ისე, რომ სათანადო შემოწმებას არ გადიან. მას მაგალითიც კი მოყავს. ერთი სერჟანტი, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ სამხრეთულ რაიონში მსახუობდა და ფსიქიკური მოშლის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, მალევე შეძლო სხვა რაიონშიმდებარე პოლიციის განყოფილებაში მოხვედრა. ახლა კი ის გაუპატიურებაშია ბრალდებული. რუსეთის პოლიციაშია არსებული ვითარება უმაღლესი ხელისუფლების შეშფოთების მიზეზიც გახდა. სექტემბერში პრეზიდენტმა მედვედევმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.


„სისტემაში საკადრო საკითხებია განსახორციელებელი, რაც უნდა მოიცავდეს ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ ტესტირებასაც, სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.“ ნურგალიევის თქმით, ეს პროცესი სავალდებულო უნდა გახდეს.



XS
SM
MD
LG