ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ჰაიტიში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მიწისძვრა


ძლიერმა დარტყმამ, 7 ბალიანი მიწისძვრიდან 8 დღის შემდეგ ჰაიტი დღეს კვლავ შეძრა.

ამერიკელი გეოლოგების გაცხადებით, 6.1 მეათედ ბალიანი მიწისძვრა განადგურებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 59 კილომეტრში დაფიქსირდა. დღევანდელი მიწისძვრის შედეგები ჯერ უცნობია, საერთაშორისო დამხმარე ძალები წინა დამანგრეველი სტიქიისას დაშავებულების დახმარებას ბოლომდე ვერ უმკლავდებიან.

ამერიკის შეერეთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჰაიტის კუნძულზე მეტ დამხმარე გემს გზავნის, ერთ-ერთი ხომალდი ს ეკიპაჟი დედაქალაქის ცენტრალური პორტის ნანგრევებისგან გაწმენდაში მიიღებს მონაწილეობას. ნავსადგურში საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთული გემების შესვლას ნანგრევები ბლოკავენ.

XS
SM
MD
LG