ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს და ბელარუსს შორის ურთიერთობები შეიცვალა



საქართველოს და ბელარუსს შორის ურთიერთობები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, საქართველოში სააკაშვილის ხლეისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ურთიერთობები უარყოფით ფაზაში გადავიდა, გაიზარდა დაპირისპირების დონე. ხოლო მას შემდეგ, რაც ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთმანეთთან ურთიერთობა ვერ გაარკვიეს, მინსკსა და თბილისს შორის შედარებითი გამონათება დაიწყო.

2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსული აგრესიის შემდეგ, ბელარუს-რუსეთს შორის ვაჭრობა აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების აღიარება-არაღიარების პლანში გადავიდა. ექსპერტების აზრით, ბელარუსის მიერ სეპარატისტული რეჟიმების აღიარება რუსეთთან სარფიან ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ამას ისიც ადასტურებს,რომ როგორც კი რუსეთმა და ბელარუსმა გასულ კვირას ნავთობის საკითხში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ლუკაშენკომ ბათუმში ენერგეტიკულ სამიტზე თავისი ვიცე-პრემიერი ანდრეი კობაიკოვი გამოგზავნა, რომელსაც პრეზიდენტი სააკშვილი პირადად შეხვდა და ერთმანეთისთვის თბილი სიტყვებიც არ დაიშურეს. ორ ქვეყანას ურთიერთობების პერსპექტივაზე „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ბელარუს პოლიტიკურ მიმომხილველს ბატონ რომან იაკოვლევსკის ესაუბრა.

„ანდრეი კობიაკოვი პრეზიდენტ ლუკაშენკოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნდობით აღჭურვილი პირია ბელარუსის მთავრობაში. ის უკვე 10 წელზე მეტია, რაც ბელარუსის მთავრობაში მუშოაბს. ჩემო მონაცემებით, ის ლუკაშენკოსთან საკმაოდ დაახლოებული პირია, რაც ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე მიუთითებს.“


იაკოვლევსკი ფიქრობს, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებისთვის. და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო დაპირისპირებულია რუსეთთან, ხოლო ბელარუსი კი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება. იაკოვლევსკი დადებით ფაქტად აფასებს იმას, რომ ბელარუსმა არ აღიარა 2008 წლის ომის შედეგები, თუმცა იქვე დასძენს:


„ლუკაშენკო სიტყვიერად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა დე-ფაქტო ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს დამყარებული სეპარატისტებთან, განსაკუთრებით აფხაზეთთან“

იაკოვლევსკის აზრით სეპარატისტების აღიარების საკითხი ლუკაშენკოსთვის დასავლეთთან ურთიერთობაში ერთ-ერთ სატამაშო კარტს წარმოადგენს. თუმცა, ლუკაშენკო ამით ძალიან ორიგინალურიც არ არის, რადგან არცერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ უღიარებია რუსეთის მარიონეტული რეჟიმები.

ჩვენს შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ ლუკაშენკოს სახით, სააკაშვილი რუსეთის წინააღმდეგ ახალ მოკავშირეს ეძებს, რადგან უკრაინაში მოსალოდნელია პოლიტიკური ცვლილებები, იაკოვლევსკი პასუხობს:

„ასეთ ანტირუსულ, გნებავთ ანტიკრემლის ალიანსში ლუკაშენკო სააკაშვილს არ გაურიგდება. მე ასეთი ტანდემის პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელი შეეშლება ქართულ-ბელარუსული ეკონომიური ურთიერთობების განვითარებას, რაც უკვე სახეზეა და პერსპექტივაც კარგი ჩანს“

რაც შეეხება საბოლო ჯამში, ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების აღიარების პერსპექტივას, იაკოვლევსკი ამბობს:

„დიახ, მე ასეთ პერსპექტივას სამწუხაროდ ვხედავ. მე ვამჩნევ, რომ ეს განსაკუთრებით აფხაზეთთან დაკავშირებით იგრძნობა. მე გაგახსენებთ რუსეთის სურვილს რომ ეუთოში წვრებად შეყვანა აფხაზეთი და ოსეთუი, რაც მან ვერ მოახერხა. ვფიქრობ, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში კვლავ დააყენებს ამ საკითხს, რაშიც გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი როლი ექნება ბელარუსს.“

როგორც ბატონი იაკოვლევსკი აცხადებს, რუსეთთანაც და საქართველოსთანაც ბელარუსის პრეზიდენტი თამაშობს და ვაჭრობის პოლიტიკას აწარმოებს. როდემდე გაგრძელდება ეს კატა-თაგვობანას თამაში და ძალების მოსინჯვა ამას დრო გვიჩვნებს. ეს საკითხი საკმაოდ ფართოდ გაშუქდა, ბელარუსულ პრესაშიც, რითაც ქართული მედიანადვილად ვერ დაიკვეხნის. არადა თემა საკმაოდ აქტუალურია.



XS
SM
MD
LG