ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად თითქმის ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალება პარალიზებულია. ხალხი ნათესავების მოსაძებნად და იმის გასაგებად, თუ რით შეიძლება დაეხმარონ დაზარალებულებს, ინტერნეტს მიმართავს.
ჰაიტელები დაკარგული ნათესავების შესახებ ისეთ სოციალურ ინტერნეტ ქსელებში დებენ ინფორმაციას, როგორიცაა ფეისბუქი და ტვიტერი. ინტერნეტის საშუალებით ბევრმა ადამიანმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია არა მხოლოდ იმის შესახებ, რომ ცოცხალია, არამედ იმაზეც თუ რა ხდება ადგილზე.
ათასობით ადამიანი ადგილობრივ რადიოებსაც იყენებს ინფორმაციის გასავრცელებლად და მისაღებად. ამერიკის ხმის ერთ-ერთი რედაქცია, რომელიც კრეოლზე ჰაიტიში მაუწყებლობს, ქვეყანასთან რადიო სიხშირით კავშირს აგრძელებს.