ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბანკო სექტორი საქართველოში


ბატონმა ბადრიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავადგლობალური კრიზისისა და კონფლიქტისა საქართველოს საბაკო სექტორს გადაულახავი სირთულე არ შეხვედრია. თუმც მისივე თქმით იმ პერიოდში დაფიქსირდა დეპოზიტების გადინება საბანკო სექტორიდან, მაგრამ ამ გადინებამ არ გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს და როგორც კი სიტუაცია დასტაბულურდა დეპოტიზეტებმა ისევ დაიწყეს შემოდინება საბაკო სექტორში.

-„ჩვენ 2010 წლის დასაწყისისათვის დეპოზიტების მაჩვენებლის მიხედვით გვაქვს ისტორიულად ყველაზე დიდი მაჩვენებელი - დაახლოებით მილიარდი ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბანკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუხდათ ძალიან დიდი სირთულეების გადალახვა, ასეთი რამ საქართველოს საბანკო სექტორს საბედიეროდ არ დამართნია“- აღნიშნა ბატონმა ბადრიმ.

ბატონმა ბადრიმ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში საბანკო სექტორის სტაბილურობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს ექსპორტზე ორიენტირებული დარგები.

XS
SM
MD
LG