ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელები კარზაის იწონებენ


ავღანეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვა, თალიბების მიმართ სიძულვილს და ხალხის ოპტიმიზმს ააშკარავებს. გამოკითხვა ამერიკული, ბრიტანული და გერმანული მაუწყებლობების მიერ იყო დაფინანსებული. ამ გამოკითხვის თანახმად, ავღანელთა სამოცდაათი პროცენტი თვლის, რომ ქვეყანას სწორი გეზი აქვს დასახული. აღსანიშნავია, რომ შარშან ასე მხოლოდ გამოკითხულთა ორმოცი პროცენტი ფიქრობდა. ქვეყნის მოსახლეობის სამოცდათორმეტი პროცენტი პრეზიდენტ ჰამის კარზაის მუშაობას დადებითად აფასებს. გამოკითხვა ააშკარავებს იმასაც, რომ ავღანელები მხარს უჭერენ ამერიკელთა ბრძოლას თალიბების წინააღმდეგ, რომლებსაც გამოკითხულთა სამოცდაცხრა პროცენტი ავღანეთში არსებულ ყველაზე დიდ საშიშროებად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG