გასულ კვირას პრეზიდენტმა
ობამამ გასცა განკარგულება,რომლის მიხედვითაც გუანატანამოს საპყრობილიდან იემენელი ტუსაღების სამშობლოში გადაგზავნა დროებით
შეჩერდება. ამის მიზეზი კი ის გახდა,რომ ნიგერიელი მამაკაცმა,რომელმაც 25დეკემბერს
ქალაქ დეტროიტში თვითმფრინავის აფეთქება სცადა ,
ტერორისტული წვრთნა იემენში გაიარა.
შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებით ,გუანტანამოს ორი ყოფილი ტუსაღი ამჟამად იემენში ალ ყაიდას დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, გუანტანამოს საპყრობილეში კი 90 პატიმარი იემენის მოქალაქე გახლავთ.
პრეზიდენტი ობამას ახალ გადაწყვეტილებას რესპუბიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა მხარი დაუჭირა:
„გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმრები- განთავისუფლების შემდეგ იემენში არა მარტო ბრძოლას განაგრძობენ,არამედ ტერორისტულ
დაჯგუფებებს აყალიბებენ და კამიკაძე ტეორისტები ხდებიან.ამას ბოლო აუცილებლად უნდა მოეღოს"
აღსანიშნავია,რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება რადიკალურად ეწინააღდმდეგება გუანტანამოს ციხის დახურვასთან დაკავშირებულ იმ დადგენილებას,რომელიც მან სულ რამდენიმე ხნის წინ მიიღო:
„გუანატანამოს ციხეს ჩვენ ყოველ მიზეზ გარეშე დავხურავთ"
პიტერ ბეინარტი ახალი ამერიკული ფონდის თანამშრომელია.მისი აზრით,პრეზიდენტის ამ ნაბიჯს მოსახლეობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა მოჰყვება,თუმცა ყოველივე ეს პატიმართა ბედის ხარჯზე უნდა განხორციელდეს.
„პრეზიდენტი ობამა პოლიტიკური დინების საწინააღმდეგოდ იწყებს მოქმედებას "
„მას მერე,რაც მოსახლეობაში შიშმა დაისადგურა,სამოქალაქო თავისუფლების ნორმებსა და უშიშროების მოთხოვნილებებს შორის ბალანსი ერთგავარად დაირღვა. ''
ბატონი ბეინარტის აზრით,სამშობლოში გადაგზავნის ნაცვლად, უმჯობესია გუანტანამოს ციხის პატიმრები ამერიკის მაქსიმალურად დაცულ საპყრობილეებში გადაანაწილონ.ჯეიმს ფილიპსი ჰერითიჯის ფონდის თანამშრომელია.მისი თქმით,პატიმრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გასაკეთებელი უფრო მეტი იქნება:
„პატიმრებზე მათი გათავისუფლების შემდეგ - განსაკუთრებული ზედამხევდელობა უნდა დაწესდეს."
თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ მსგავსი ზედამხედველობის გარანტიებს იემენის მთავრობა,რომელსაც საკუთარი პრობლემები ვერ მოუგვარებია, საკუთარ თავზე ვერ აიღებს. იემენის ჩრდილოეთ ნაწილში სამოქალაქო ომი მძვინვარებს,სამხრეთ ნაწილში კი შედარებით ნორმალური მდგომარეობაა.ასე რომ გუანტანამოს პატიმართა სამშობლოში დაბრუნებით იმენეის მთავრობას ახალი საფიქრალი მოემატება.