აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადების თანახმად მიმდინარე კვირას ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი სახელმწიფოს აშშ-ს, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლები ისევე როგორც გერმანიისა შეხვედრას ატარებენ ირანის მიმართ სანქციების დაწესების საკითხის ირგვლივ. ეს განცხადება კლინტონმა გზად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ გააკეთა. ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჰავაის, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და პაპუა ახალ გვინეას. როგორც ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა ირანის მიმართ გამოყენებული იქნება ერთდროულად ორგვარი მიდგომა-კერძოდ ზეწოლისა და სანქციების ტაქტიკა. მისივე თქმით სანქციები მიმართული უნდა იყოს მათზე, ვინც სახელმწიფოს დონეზე გადაწყვეტილებებს იღებს ირანში. მიუხედავად იმისა, რომ მას კონკრეტულად არ დაუსახელებია ის თუ ვისგულისხმოს იგი ამ ფრაზაში, მიაჩნიათ რომ იგულისხმება ირანის რევოლუციური გვარდიის უმაღლესი ეშელონების ოფიციალური პირები.