ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუხროვანის საქმეზე სასამართლო დასრულდა


თბილისში, სასამართლომ მუხროვანის ამოხებასთან კავშირში 3 ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა. ეროვნული გვარდიის ყოფილ მეთაურს კობა ოთანაძეს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ამბოხების ორგანიზებისა და შეთქმულების ორგანიზებისთვის.

რეინჯერის ბატალიონის ყოფილ მეთაურს ლევან ამირიძეს კი 28 წლით. სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს შოთა გორგიაშვილს-19.

პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ შეთქმულები ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ და თბილისში სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG