ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილმა სენატორი ჯონ მაკკეინი დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიაზე მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ვაშინგტონის საქართველოსადმი მხარდაჭერაზე და კერძოდ, სენატორ მაკკეინის საქართველოს მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერაზე.. ჯონ მაკკეინი საქართველოში ვიზიტისას ხვდება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მან ასევე შეხვედრები გამართა ოპოზიციის ლიდერებთან. შეხვედრების მტავარი თემა იყო უსაფრთხოების და დემოკრატიზაციის საკითხები. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჯონ მაკკეინთან შეხვედრაზე ისაუბრა საგარეო საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს ემუქრება..


შეიძლება თუ არა შეფასდეს საქართველოსთვის ახალ საფრთხედ სეპარატისტული ცხინვალის ახალი ინიციატივა : საქართველოს მოქალაქეებისთვის სასაზღვრო წესების გამკაცრების შესახებ ?! კერძოდ, ოსური მხარე ახალგორში მცხოვრებ საქართველოს მოქალაწეებს,რომელთა შორის არიან როგორც ქართველები, ასევე ეთნიკური ოსები ე.წ. საზღვარზე გაატარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარადგენენ ან უცხოურ პასპორტს, ან ნოტარიულად დამოწმებულ რუსულ ენაზე თარგმანს. ექსპერტ ვასილ კვირიკაშვილის თქმით, კოკოითის ხელისუფლების აღნიშნულმა ინიციატივამ შესაძლოა ახლო მომავალში რუსეთთან ახალი სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს...


XS
SM
MD
LG