ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა გერმანიას გაუსწრო 


ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დეკემბრის თვეში ქვეყნის ექსპორტის მოცულობის მიხედვით ჩინეთმა გერმანიას გაუსწრო როგორც მსოფლიოს უმსხვილესმა ექსპორტიორმა ქვეყანამ.

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინხუას მიერ დღეს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ჩინეთის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ გასულ დეკემბერს ექსპორტის მოცულობა 17.7 პროცენტით გაიზარდა 2008 წლის მონაცემებთან შედარებით.

ხუანგ გუოხუამ, საბაჟოს ადმინისტრაციის სტატისტიკური სამსახურის ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ დეკემბერს ექსპორტის მოცულობის მომატებას ჩინეთის ექსპორტის სექტორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

მართალია ექსპორტის მოცულობის მიხედვით ჩინეთმა გერმანიას გაუსწრო, ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვის საერთო მაჩვენებელი, რომელიც ექსპორტსა და იმპორტს შეიცავს, 2009 წელს 13.9 პროცენტით შემცირდა.


XS
SM
MD
LG