ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკაში 700 ყოფილი თამილი მეამბოხე საკუთარ ოჯახებს შეუერთდა



შრი ლანკაში 700-ზე მეტი ყოფილი თამილი მეამბოხე საკუთარ ოჯახებს შეუერთდა სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში.

ამასთან დაკავშირებით შრი ლანკას ჩრდილოეთ ნაწილში შაბათს გაიმართა ცერემონია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი მაჰინდა რაჯაპაკსე ესწრებოდა.

შრი ლანკას მთავრობა იუწყება, რომ დაახლოებით 12,000 ყოფილი მეამბოხე ან ამბოხებაში მონაწილე ეჭვმიტანილი სარეაბილიტაციო პროგრამაშია ჩართული. უნდა აღინიშნოს, რომ თამილ მეამბოხეთა მიერ წამოწყებული 26-წლიანი სამოქალაქო ომი გასულ წელს მეამბოხეთა დამარცხებით დასრულდა. მთავრობის ინფორმაციით სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს ყოფილ მეამბოხეთა პროფესიულ მომზადებას რათა მათ სამოქალაქო სექტორში სამუშაოს ძებნა გაუადვილდეს.



XS
SM
MD
LG