ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი ამერიკელი სენატორი პენსიაში გადის


კონექტიკუტის შტატის სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან, კრისტოფერ დოდმა გადაწყვიტა, რომ მომავალ არჩევენებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

"მე შტატის სენატორი 30 წლის მანძილზე ვიყავი, ძალიან ვამაყობ ჩემი სამსახურით და იმ შედეგებით, რომელსაც მივაღწიეთ. მაგრამ შეუცვლელი არავინაა, და ის, ვინც ასე არ ფიქრობს, საშიშია."

სენატორი დოდი კანონპროექტების-ამერიკის ფინანსური რეფორმისა და ჯანდაცვის რეფორმის ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, მაგრამ მისი პოპულარობა კონექტიკუტში მკვეთრად დაეცა.

24 საათით ადრე, პენსიაში გასვლის შესახებ განცხადება მეორე დემოკრატმა სენატორმა ჩრდილოეთ დაკოტადან, ბაირონ დორგანმა გააკეთა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორი სენატორის ერთად დაკარგვა დემოკრატებს ფსიქოლოგიურად გატეხს.

ალექსი ეიზენშტადტი, ახალი ამბების ელექტრონული ორგანიზაცია "პოლიტიკოდან" თვლის, რომ:

"ვფიქრობ დემოკრატები ახლა უმრავლესობას მოუფრთხილდებიან. ვფიქრობ, არჩევნები რომ ახლა ჩატარებულიყო, რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში დიდ წარმატებას მოიპოვებდნენ, მათ დემოკტარებს ახლა 60 ადგილს,რომ ფლობენ- მეტი ადგილი ექნებოდათ."

სენატში დემოკრატებმა ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტი რესპუბლიკელის ხმის გარეშე დაამტკიცეს. ეს იმით იყო დამოწვეული, რომ დემოკრატები 60-ვე ხმას აკონტროლებენ და რესპუბლიკელებმა კანონპროექტის დაბლოკვა ვერ შეძლეს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა სენატორების პენსიაში გასვლის ფაქტს კომენტარი გაუკეთა და თეთრი სახლისთვის ფაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ძნელია პროგნოზების გაკეთება. თანამდებობიდან წასვლა სენატის ორივე მხარეს შეეხება. წარმომადგენელთა პალატაშიც იგივე მოხდება."


ექსპერტები თვლიან, რომ პრეზიდენტ ობამას მხრიდან კონგრესზე ზეწოლა, ჯანდაცვის რეფორმის ბოლო კანონისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კანონის დამტკიცებაზე უფრო გამკაცრდება, რადგან მან იცის რომ დემოკრატები მაინც უპირატესობას ფლობენ.


XS
SM
MD
LG