ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პრეზიდენტის მოვალეობაა საკუთარი ხალხის უსაფრთხოებაზე იზრუნოს"


"მე ჩემი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნო და თუ სისტემა ვერ გაამართლებს-პასუხიც მე მომეთხოვება."

ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მარცხის შემდეგ.

ამსტერდამი- დეტროიტის რეისის აფეთქებაში ერთადერთი ეჭვმიტანილი, ნიგერიის მოქალაქე სასამართლოს წინაშე პარასკევს წარსდგება.ამერიკელი ბრალმდებელებისგან უმარ ფარუქ აბდულმუთალაბი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პირველად დეტროიტის ციხეში გაიგებს.


23 წლის ნიგერიის მოქალაქეს, ბრალი 6 მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება და მკვლელობის მცდელობაა.


XS
SM
MD
LG