ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელების განწყობა საპრეზიდენტო არჩევნების წინ


საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდი IFES საზოგადოებრივ აზრს უკრაინაში 1994 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციამ უკანასკნელი გამოკითხვები ქვეყანაში 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, 2009 წლის 21-30 ნოემბერს ჩაატარა.

შედეგების წარდგენა ვაშინგტონში, ვუდროუ ვილსონის სახელობის უცხოელ ექსპერტთა ცენტრში მოხდა. მიმოხილვა საზოგადოებას ფონდის ორმა წარმომადგენელმა, რაკეშ შარმა და გევინ ვეისმა გააცნეს.

ექსპერტებმა, უკრაინის გარშემო ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით 1500 ადამიანი გამოკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოქალაქეთა უმრავლესობა, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად წასვლას აპირებს, მათი უმეტესობა თვლის, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც არასტაბილურობისკენ გზას განაგრძობს.

"მოსახლეობა ხმის მისაცემად წავა. თუ თქვენ ანგარიშს გადახედავთ ნახავთ, რომ ასეთი უმრავლესობა, 85 პროცენტია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოკითხულთა სამი მეოთხედი ფიქრობს, რომ არჩევნების შემდეგ არასტაბილურობა გაგრძელდება და მხოლოდ 7 პროცენტს აქვს უკეთესი მომავლის იმედი. ეს მონაცემები 2008 წლის შემდეგ უმნიშვნელოდ შეიცვალა. ყველაზე აქტიური დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ამომრჩეველია. კიევში არჩევნებში მონაწილეობის მზარყოფნა 59-მა, ყირიმში 57-მა და ცენტრალურ უკრაინაში მხოლოდ 51 პროცენტმა დააფიქსირა."

მოსახლეობის 72 პროცენტს არ სჯერა, რომ მათი ხმა გადაწყვეტილების მიღებაზე იმოქმედებს.

"ხალხი იმედგაცრუებულია კანდიდატებით, საარჩევნო პროცესით, მხოლოდ 28-პროცენტს სჯერა, რომ მათი ხმა რამეს შეცვლის. 2004 წელს იგივე შეკითხვაზე დადებითად 47. 5 პროცენტი პასუხობდა."

ახლად არჩეული პრეზიდენტის მიმართ მოსახლეობას შემდეგი მოთხოვნები აქვს. ძირითადი რასაც ხალხი მისგან მოელის სამუშაო ადგილების შექმნა, ბრძოლა კორუფციასთან და ინფლაციასთან გამკლავებაა.

მხოლოდ 9 პროცენტს, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილშიც კი აინტერესებს რუსული ენის სტატუსის საკითხი, და უკრაინის ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაერთიანების პერსპექტივა.

მოსახლეობის აზრით, უმთავრეს გამოწვევებთან გამკლავებას პრეზიდენტობის დარეგისტრირებული 18 კანდიდატიდან საუკეთესოდ რეგიონების პარტიის ლიდერი, ვიქტორ იანუკოვიჩი შეძლებს.

"თუკი პოზიტიური შეგვიძლია ვუწუდოთ რეიტინგს, რომელიც 50 პროცენტზე ნაკლებია, მაშინ მას ვიქტორ იანუკოვიჩი ფლობს, 41 პროცენტით. მისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უსწრებს უშუალო კონკურენტ, პრემიერ-მინისტ იულია ტიმოშენკოს 31 პროცენტს."

საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩს ხმას უკრაინის მოქალაქეთა 30 - 34 პროცენტი მისცემს, იულია ტიმოშენკოს 19-ი. მესამე ადგილს ბანკირი სერგეი ტიგიპკო მიიღებს, 4.8 პროცენტით, თუმცა სავარაუდო პროცენტული მაჩვენებლებით მესამე ადგილისთვის მომდევნო კანდიდატები: არსენ იაცენიუკი, პიოტრ სიმონენკო, ვიქტორ იუშჩენკო და ვლადიმერ ლიტვინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნებიან. თუმცა მათგან ვერცერთი საჭირო ბარიერს ვერ გადალახავს.

"მხარდაჭერა იუშჩენკოს მიმართ უფრო ნათელია, 78 პროცენტით. სავარაუდოდ მეორე ტური, იანუკოვიჩ-ტიმოშენკოს მონაწილეობით ჩატარედება. პრემიერ მინისტრი დამარცხდება 28 პროცენტით და გამარჯვებას რეგიონების პარტიის ლიდერი, ვიქტორ იანუკოვიჩი 42 პროცენტით მოიპოვებს. ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ხმას 18პროცენტი მისცემს, ხოლო ხმის მიცემისგან თავს 5. 5პროცენტი შეიკავებს. "

უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე 10 დღე რჩება. სოციოლოგიურ სამსახურებს გამოკითხვების ჩატარების დრო აღარ აქვთ. კანონის მიხედვით საზოგადოებრივი აზრის გარკვევა არჩევნებმადე 2 კვირით ადრე უნდა დამთავრდეს. საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის, IFES -ის, მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რომლის ანგარიშსაც ექსპერტები უფრო მიუკერძოვებლად თვლიან, ვიდრე უკრაინელი ექსპერტებისას, ქვეყნის მხოლოდ 28 პროცენტს სჯერა, რომ არჩევნები ხალხის რეალურ არჩევანს ასახავს.

არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 2010 წლის 7 თებერვალს ჩატარდება.


XS
SM
MD
LG