ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაბომბვა სავარაუდოდ აშშ-ს მიერ იყო განხორციელებული


პაკისტანის დაზვერვა ეჭვობს, რომ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს განხორციელებული საჰაერო დაბომბვა ამერიკელების ნახელავია. ამ ინფორმაციის თანახმად, ჩრდილო ვაზირისტანში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით თალიბების სამალავი დაიბომბა. შედეგად დაღუპულია სულ მცირე სამი თალიბი მებრძოლი. ამ რეგიონში თალიბანის მოკავშირე ჰაკანის მოძრაობას საკმაოდ ძლიერად აქვს ფეხი მოკიდებული. პარალელურად კი პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის რეგიონში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას, ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ათობით ადამიანი. პოლიცია აცხადებს, რომ აფეთქება ქალაქ რავალაკოტში მდებარე არმიის ბარაკების შორიახლოს განახორციელეს.

„პაკისტანის არმიის მიერ შევიწროვებულმა მეამბოხეებმა ქაშმირისკენ გადმოიწიეს და ამის გამო რეგიონში ძალადობის ფონი კიდევ უფრო შეიძლება გაუარესდეს," ამბობს მუსლიმთა კონფერენციის ლიდერი ატიკ ხანი.

XS
SM
MD
LG