ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ეროვნული სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი პრეზიდენტი ობამას კრიტიკას სამართლიანად მიიჩნევს


შეერთებული შტატების დაზვერვის ეროვნული უწყების დირექტორი დენის ბლერი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ობამასგან მომდინარე კრიტიკა სამართლიანი იყო. 25 დეკემბრის ტერაქტის მცდელობის თავიდან ვერ აცილების გამო, გუშინ პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა უშიშროებისა და სადაზვერვო უწყებები.

პრეზიდენტის თქმით, დაზვერვა ტერაქტის შესაჩერებლად საკმარის ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ მაინც ვერ შესძლო სათანადო დასკვნის გამოტანა და უმარ ფარუკ აბდულმუტალაბს ამერიკაში მომავალ თვითმფრინავზე შეღწევაში ხელი ვერ შეუშალა.

“შემიძლია იმის დაშვება, რომ დაზვერვა უნაკლო ვერ იქნება, მაგრამ ნათელია, რომ ამ შემთხვევაში უწყებამ ვერ შესძლო მის ხელთ არსებული ინფორმაციის სათანადოდ გაანალიზება“. აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბატონმა ბლერმა ტერორისტების ახალი ტაქტიკის ზედმიწევნით შესწავლისა და მათთან უფრო ეფექტურად დაპირისპირების პირობა დადო.

XS
SM
MD
LG