ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელმა მეკობრეებმა პაკისტანური გემი გაათავისუფლეს



სომალის მონიტორინგის მიზნით შექმნილი ევროკავშირის საზღვაო ძალების ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირის საზღვაო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში სეიშელის კუნძულების მახლობლად პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემი აღმოაჩინეს, რომელიც სომალელმა მეკობრეებმა მიატოვეს.

ოფიციალური პირების ცნობით, სომალელმა მეკობრეებმა გემი „შაჰბაიგი“ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაიტაცეს, როცა ის აფრიკის კონცხის მახლობლად მოგზაურობდა. შემდგომში სომალელი მეკობრეები ამ გემს იყენებდნენ სხვა ხომალდებზე თავდასხმების განსახორციელებლად. ევროკავშირის საზღვაო ძალების ცნობით, გემის 29-წევრიანმა პაკისტანელმა ეკიპაჟმა ტყვეობა უსაფრთხოდ გადაიტანა და მხოლოდ ერთმა მათგანმა მიიღო ფეხის მოტეხილობა. ისინი ახლა პაკისტანში ბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG