ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ბელორუსი 2010 წლის ნავთობის ფასზე ვერ შეთანხმდნენ


რუსეთი და ბელორუსი 2010 წლის ნავთობის ფასზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ბელარუსის მინისტრთა კაბინეტმა გუშინ გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი ბელორუსისგან მაღალ გადასახადებს ითხოვს, რაც გასულ თვეს მიღწეულ შეთანხმებას არღვევს. კაბინეტი რუსეთს მიუღებელი წნეხის ქვეშ მოქცევაში ადანაშაულებს.

ბელორუსს რუსეთიდან ნედლი ნავთობის მიღებაზე გადასახადების გადახდა არ სურს, ხოლო რუსეთი კი აცხადაებს, რომ მინსკმა ბოლომდე უნდა დაფაროს გადასახადები იმ ნედლ ნავთობზე, რომელიც დასავლეთში გასაგზავნად უნდა გადაამუშაოს.


XS
SM
MD
LG