ახალი წლის 22 იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ოფიციალურად დატოვებს დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეას.
დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის სერგეი მირონოვის განცხადებით, საქართველოდან დსთ-ში განცხადება საპარლამენტო ასამბლეიდან გამოსვლის შესახებ გასული წლის 22 ივლისს გადაიგზავნა. მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობით დსთ-ს წევრობა საქართველოს მიმართვიდან ნახევარი წლის შემდეგ შეწყდება.
ახალმა წელმა კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. 1 იანვრიდან ოკუპირებული აფხაზეთი მთლიანად გადავიდა რუსეთის სატელეფონო კოდებზე. ახალ წლამდე სოხუმში დარეკვა შესაძლებელი იყო საქართველოს კოდით, თუმცა პარალელურ რეჟიმში რუსეთის კოდიც გამოიყენებოდა. ახალი წლიდან მოსკოვმა აფხაზეთს ოფიციალურად გამოუყო კოდი 840 და 940. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კოდი 995 კვლავ მოქმედებს, ვინაიდან რუსეთმა ამ კოდის დაბლოკვა ტექნიკურად ვერ მოახერხა. თბილისი რუსეთის ქმედებას , აფხაზეთის რუსეთის სატელეფონო კოდებზე გადაყვანას , რუსეთის მორიგ აგრესიად აფასებს და ითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას.აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას თქმით, მოსკოვის აღნიშნული ქმედება სულაც არ უნდა იყოს გასაოცარი, ვინაიდან მოსკოვი მიზანმიმართულად ითვისებსსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.გია გვაზავა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, პატარა ქვეყნებს მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.