ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2009  წლის ყველაზე მნიშვნელოვანი  მოვლენების  ათეული


ყოველი წლის ბოლოს ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეითედ პრესი" მთელი წლის მანძილზე ათ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას გამოარჩევს.

2009 წელსაც მსგავსი ათეული ამ სააგენტომ კიდევ ერთხელ შეადგინა და მის სათავეში ამერიკის გამძვინვარებული ეკონომიკური რეცესია მოხვდა. აქტუალურობითა და პრობლემატურობით პირველ ადგილზე მდგომმა ფინანსურმა კრიზისმა, ამერიკაში უმუშევრობის უმაღლესი დონე განაპირობა.ქვეყანაში გაკოტრდნენ ბანკები და სახელმწიფოს დეფიციტი უმაღლეს მაჩვენებლამდე ავიდა.

სიმძაფრით მეორე და ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შავკანიანი ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა იქცა.

მესამე ადგილი რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებს შორის ჯანმრთელობის რეფორმის გამო გახაგრძლივებულ დავას ერგო.

ამერიკული ავტოინდუსტრიის კრახმა და სამი უზარმაზარი ავტომწარმოებელი კომპანიის გაკოტრებამ წლის მოვლენათა ათეულში მეოთხე მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა.

მეხუთე ადგილზე ღორის ვირუსის სახელით ცნობილი H1N1- ვირუსის ტიპის ლამის ეპიდემიად ქცეული გრიპი გავიდა. ამ ვირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში ასი ათასობით ადამიანი დაავადდა და მის შედეგად საკმაოდ სოლიდური რაოდენობა შემთხვევებისა ფატალური შედეგებით დასრულდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009წლის მნიშვნელოვან მოვლენათა მეექვსე ადგილზე ავღანეთის ომი მოექცა.გასულ თვეს პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში დამატებითი 30ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას მოაწერა ხელი.აღსანიშნავია,რომ პოლიტიკური მნიშვნელობით,თორემ საზოგადოებრივი გამოკითხვების საფუძველზე ეს ომი ამერიკულ საზოგადოებაში აბსოლუტურად არაპოპულარულია.

2009წლის ამერიკის შეერთებული შტატების ღირშესანიშნავ მოვლენათა შორის მეშვიდე ადგილზე მოხვდა პოპ ვარსკვლავის მაიკლ ჯეკსონის გარდაცვალებაც. 50 წლის მომღერალი. რომელიც ლონდონში საგასტროლოდ ემზადებოდა, მედიკამენტების გადაჭარბებული მიღების შედეგად გარდაიცვალა.

ასევე ძალზედ ხმაურიანი გახლდათ ნოემბრის თვეში ტეხასის შტატში მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული სისხლიანი აქტიც,რომელიც ამერიკელმა სამხედრო ექიმმა მაიორმა ნიდალ ჰასანმა განახორციელა.ამ ფაქტს მაშინ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აგვისტოში დაწინაურდა ინფორმაცია სენატორ ედვარდ კენედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.ეს ფაქტი 2009წლის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის მეცხრე ადგილზე მოექცა.

ბოლო ადგილი დაიკავა გასულ ზამთარს მდინარე ჰუძონზე ამერიკული ავიალაინერის ავარიული დაშვების ფაქტმა , რომლის წარმატებით დასრულების შედეგად ბორტზე მყოფი 155 მგზავრი და ეკიპაჟი უვნებელი გადარჩა.


ეს გახლდათ 2009წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი იმ ღირშესანიშნავი მოვლენების ათეული,რომელიც ქვეყნის ისტორიაზე გარკვეულად აისახა და განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.


XS
SM
MD
LG