ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა სამშაბათს უსაფრთხოების უწყებათა ხელმძღვანელებს შეხვდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამშაბათს უსაფრთხოების უწყებათა ხელმძღვანელებს შეხვდება. თათბირზე ის პრევენციული საკითხები იქნება განხილული, რითაც უნდა მოხდეს 25 დეკემბრის მსგავსი ინციდენტების აცილება. შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს ალ-ქაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი ამსტერდამი- დეტროიტის რეისის აფეთქებას ცდილობდა.

ხუთშაბათს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ მან უკვე მიიღო შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოხსენება ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც საკადრო და ტექნიკურ ხარვეზებზეა საუბარი.

თეთრი სახლი უწყებათაშორის გამოძიებას აწარმოებს, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეძლო ნიგერიელმა აბდულმუთალაბმა აკრძალლული ასაფეთქებელი ნივთიერების თვითმფრინავში შეტანა.

XS
SM
MD
LG