ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოპენჰაგენში საპროტესტო აქცია ჩატარდა


კოპენჰაგენში კლიმატის კონფერენციის დელეგატთა მუშაობით უკმაყოფილო- ასობით პროტესტანტმა მშვიდობიანი მანიფესტაცია ჩაატარა. მას მერე,რაც დემონსტრატებმა უსაფრთხოების პერიმეტრი გადალახეს-პოლიციამ 100მათგანი ადგილზევე დააკავა.

აღსანიშნავია,რომ კოპენჰაგენის კონფერენციის დელეგატები ცხრა დღის მანძილზეარანაირ კომპრომისზე არ წავიდნენ და შესაბამისად ვერანაირი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა:

„ჩვენი მიზანია კონფერენციაზე მიღებულიგადაწყვეტილებით მსოფლიოს ქვეყნებმა 2020 წლამდე სათბურის გაზების გამოყოფა 30 პროცენტით შეამცირონ“

ბატონმა ბრაუნმა ასევე აღნიშნა,რომ გადაწყვეტილების მიუღებლობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს ზეგავლენას.



XS
SM
MD
LG