გაეროს უშიშროების საბჭომ ექვსი თვით გააგრძელა კვიპროსში საერთაშორისო მისიის მუშაობის ვადა და მოუწოდა კვიპროსის ლიდერებს განაგრძონ მოლაპარაკებები კუნძულის გაერთიანების თაობაზე.
ორშაბათს უშიშროების საბჭოში ხსენებულ გადაწყვეტილებას 14 წევრმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგ მხოლოდ თურქეთი გამოვიდა.
თურქეთის ელჩმა ერთუგრულ აპაკანმა აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება გაეროს მიერ კვიპროსის ერთადერთ მთავრობად ბერძნულის აღიარებას.
კვიპროსის ელჩმა მინას ჰადჯიმიქაელმა განაცხადა, რომ გაეროს ძალების ყოფნა კვიპროსზე აუცილებელია იქამდე სანამ თურქეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაციას.