დღეს ჩილეში საპრეზიდენტო
არჩევნები ტარდება. როგორც იუწყებიან, მოსალოდნელია რომ პირველად მას შემდეგ, რაც ქვეყანაში
დამკვიდრდა დემოკრატია .19 წლის წინ პრეზიდენტის სავარძელი შეიძლება დაიკავოს კონსერვატიულად
განწყობილმა პოლიტიკურმა ფიგურამ.
ამომრჩეველთა აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონსერვატიულად განწყობილი მილიარდელი სებასტიან პინერა აშკარად ლიდერობს და მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა სამი პოლიტიკური კანდიდატი. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონმა პინერამ წააგო 2006 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.