ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოველკვირეული გადაცემა "ახალაგაზრდობისთვის"


პირველად 1950 წელს წიგნის გამომცემელთა ჯგუფმა ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი დააფინანსა.

ვახშამი ნიუ-იორკში, ვალდორფ ასტორია ჰოტელსი შედგა. მიზანი-პოპულარიზაცია, წიგნზე მოთხოვნის ზრდა დამეტი რაოდენობის ბეჭდვა იყო.

მას შემდეგ, წიგნის ნაციონალური ჯილდო ამერიკის საუკეთესო წიგნის პრემიად იქცა,დაჯილდოვების ცერემონიალი კი, ვახშამთან ერთადწლის ლიტერატურული კალენდრის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენად. დღეს ლიტერატურულ ჯილდოს 4 ჟანრში გადასცემენ. საუკეთესო ფანტასტიკის, მხატვრულ ლიტერატურის, პოეზიისა და ახალგაზრდული ლიტერატურის ჟანრებისთვის. გამარჯვებულს 5 წევრისგან შემდგარი დამოუკიდებელი კომისია ირჩევს, ჯილდოდ 10.000 დოლარს და კრისტალის ქანდაკებას გადასცემენ.

2009 წლისჯილდო, ახალგაზრდებისტვის საუკეთესო ლიტერატურის ჟანრში მწერალ ფილიპ ჰუსს გადაეცა. სამხრეთ ბენში, ინდიანაში დაბადებული მწერალი მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. დღეს ის პორტლენდში ცხოვრობს დაიმ ადამიანების ისტორიით ინტერესდება, ვინც ქვეყნის ისტორიაში წვლილი შეიტანა, მაგრამ დღეს მივიწყებულია. გამარჯვებული წიგნი კლოდეტ კოლვინზეა, გამბედავ, ფერადკანიან ახალგაზრდა გოგონაზე, რომელმამ 1955 წელს ამერიკის სამოქალაქო უფლებების დასაცავად მონტგომერიში, ალაბამაში აქტიურად გაილაშქრა.

“მე ვეძებ ხმებს, რომლებიც გაგონებას იმსახურებენ. კლოდეტ კალვინის შემთხვევაში იყო საფრთხე არა იმისა, რომ მისი ისტორია საერთოდ დავიწყებას მიეცემოდა, არამედ იმის რომ ის დაუმთავრებელი სახით განაგრძობდა არსებობას. როედსაც მისი ისტორია მოვისმინე, მივხვდი რომ მინდოდა ამ გოგონაზე მეტი მცოდნოდა.”

მწერალს ერთ-ერთი წიგნისთვის ახალგაზრდა გოგონასთან ინტერვიუ დაჭირდა, მისმა ნათქვამმა ფილიპ ჰოსსზე გავლენა იქონია. გოგონა ჩიოდა რომ ამერიკის ისტორიის შესახებ არაფერი იცოდა,რადგან შესაფერისი წიგნი არ ქონდა.ყველაზე მეტად მწერალს მისი შეფასება მოეწონა, გოგონამ ამბობდა, რომ ისტორიის უცოდინარი -თავს “უხილავად” გრძნობდა. ამშემთხვევის შემდეგ ჰუსსმა 6 წელი ახალგაზრდებისთვის ისტორიის წიგნის წერას დაუთმო.

“ისტორიებს, რომელსაც მე ვირჩევ, ძლიერი გმირები ყავთ. სანამ შევხვდებოდი, ვცდილობდი წარმომედგინა, როგი იქნებოდა გარემო 1955 წელს კლოდეტ კალვინის დროს. შეიძლებოდა მას სადმე შევხვედროდი? ვიქნებოდი კი მე მისი მეგობარი? ვინ ეხმარებოდა, ვინ მიატოვა,როდესაც მის ისტორიას ვწერდი, მეც მასთან ერთად ვიყავი.”

ფილიპ ჰუსი ყოველთვის მნიშვნელოვანზე წერს. ისტორია აუცილებლად ვინმეს ეხება და პრობლემაც ისახება. გამოცემული 9 წიგნიდან, 9-ვე ახალგაზრდებისთვისაა. ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, მაგრამ წლევანდელი ნაციონალური ლიტერატურული ჯილდო ყველაზე მეტად ეძვირფასება. მწერალი წიგნს “კლოდეტ კალვინი:ორჯერ სამართლის მიმართ” ამერიკაში სამოქალაქო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს უძღვნის.


XS
SM
MD
LG