ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთის სტრატეგიის შესახებ


მომავალ წლის დასაწყისში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ჯარისკაცები ავღანეთის ტერიტორიაზე გაიგზავნებიან.ამით პრეზიდენტი ბარაკ ობამას მიერ ავღანეთში დასახული სტრატეგიით გათვალისწინებული 30ათასი ჯარისკაცის გადაგზავნის ახალი ეტაპი დაიწყება. მთავარი ადგილი,საიდანაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთში წავლენ - ფორტ ჰუდი გახლავთ.ფორტ ჰუდი ტეხასის შტატში განლაგებული ამერიკის შინაგანი სამხედრო ბაზაა.

ერაყსა და ავღანეთში მეომარ ჯარისკაცთა სამშობლოს წინაშე ვალდებულებას მათი საკუთარი ოჯახებიც ინაწილებენ.ყოველ ჯარისკაცს საკუთარი ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა ამოძრავებს.ასე რომ რომ, რაც უფრო იზრდება ჯარისკაცთა რაოდენობა არმიაში,მით უფრო მატულობს მათ ბედ -იღაბლს მიჯაჭვული ოჯახის წევრების რაოდენობაც.

ანგელა ზოლიკოფერის მეუღლე ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცი გახლავთ.მეუღლის წასვლის შემდეგ ანგელა სამ მცირეწლოვან ბავშვს მარტო უვლის:

„სულმოუთმენლად ველოდები ჯარისკაცების უკან დაბრუნებას.მარტო ჩემი ქმარი კი არა ყველა ჯარისკაცი უნდა დაბრუნდეს უკან. ვნატრობ, დროს,როცა ავღანეთში წასვლა აღარავის მოუწევს"

ჯარისკაცი შერი კუნსი პრეზიდენტი ობამას სტრატეგიას შედარებით ოპტიმისტური განწყობით უმზერს:

„ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ,ავღანელ ხალხს ჩვენი დახმარება სჭირდება,ჯერ ისინი,როგორც ერაყელები ფეხზე უნდა წამოვაყენოთ და შემდეგ შეგვეძლება მშვიდად სახლში დავბრუნდეთ"

თუმცა ზოგიერთი ჯარისკაცის განცხადებით,ავღანეთში მდგომარეობა ერაყთან შედარებით ბევრად უფრო რთულია.21 წლის ჯარისკაცი ლემონტ რაიტი მიიჩნევს,რომ:

„ავღანეთი მთიანი მხარეა და იქ სხვა სახის ბრძოლების ჩატარებაა საჭირო .როცა ერაყში ვიბრძოდით,ირგვლივ ვაკე ადგილი იყო და ყველაფერს ვხედავდით.მიუხედავად ამისა ,ჩვენი ბიჭები ბევრი დაიღუპა და ოჯახის წევრებიც ძალზე შეშფოთებულები იყვნენ. ავღანეთში კი სიტუაცია ბევრად უფრო რთულია. აქ სულ სხვა საომარი სტრატეგიაა "

მაგრამ კაპიტანი კრის კელშოუ ავღანეთში იბრძოდა და მიიჩნევს,რომ პრეზიდენტი ობამას სტრატეგიული გეგმა სავსებით რეალურია.

„მე არმიის ოფიცერი ვარ.ჩვენ სახელმწიფო ფულს ზუსტად იმაში გვიხდის,რომ ასეთ რთულ პირობებში ვიმუშაოთ.როცა იცი შენს მიერ დასასხული ამოცანა,რას წარმოადგენს- მუშოაბაც უფრო ადვილია"

ზოგიერთი ჯარისკაცი პრეზიდენტი ობამას გეგმას იმის შესახებ,რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს 18 თვეში დატოვებენ, სკეპტიკურად უყურებენ.თუმცა ამ საკითხსაც კაპიტანი კრის კელშოუ შემდეგნაირად ხსნის:

„თვრამეტ თვეში გეგმით გათვალისიწინებულია ჯარისკაცები გამოყვანის პროცესის დაწყება.ეს არ ნიშნავს იმას,რომ თვრამეტ თვეში ავღანეთსი ამერიკელი ჯარიკსცები არარ იქნებიან."

ავღანეთის ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებამ ფორტ ჰუდში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ერთი თვის მერე შეიტყო. სამხედრო ბაზაზე მაშინ 13 ადამაინი დაიღუპა .მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების რიცხვს სამშობლოში დაღუპული ჯარისკაცებიც შეემატნენ.

ამჟამად ამერიკელ ჯარისკაცებს სულიერი მხარდაჭერა სჭირდებათ. იმათ ვინც ახალი მისიის შესარულებლად ემზადება და იმათაც, ვინც შესრულებული ვალდებულების შემდეგ სამშობლოს უბრუნდება.


XS
SM
MD
LG