რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რათა ჩაანაცვლონ ხელშეკრულება ბირთვული შეიარაღების შესახებ, რომელსაც ვადა შაბაათს ეწურება. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ინტენსიური სამუშაოები დასრულების პირასაა და ახალი ხელშეკრულება ხელმოსაწერად ძალიენ მალე იქნება მზად.
ამერიკელი და რუსი დიპლომატები სამუშაო შეხვედრებს ჟენავაში აწარმოებენ. ისინი ახლა დოკუმენტზე მუშაობენ, რომელმაც უნდა ჩანაცვლოს 1991 წელს შეერთებულ შტატებსა და იმდროინდელსაბჭოთა კავშირსშორის ხელმოწერილი დოკუმენტი სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ. ახალი ხელშეკრულების მიხედვით რუსეთი და შეერთებული შტატები სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ.