ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვინეის პრეზიდენტი მსუბუქად დაიჭრა


გვინეიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დაჭრილი პრეზიდენტი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მაროკოში გადააფრინეს. ცნობილია, რომ გვინეის მმართველმა ხუნტამ სენეგალს ქვეყნის ლიდერის კაპიტან მუსა დადის კამარას გადასაყვანად თვითმფრინავი სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კამარა საკუთარი დაცვის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა დაჭრა. ადამიანის უფლებების დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სროლა კამარას თანაშემწის ტუმბას მიერ პრეზიდენტის გვარდიის ათი ჯარისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებამ განაპირობა. ეს ჯარისკაცები ორი თვის წინ ოპოზიციის მიერ გამართული დემონსტრაციის სისხლიან დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. კამარა მაშინ დაჭრეს, როდესაც იგი ტუმბასთან საქმის ვითარების გამოსარკვევად მივიდა. გვინეის არმია აცხადებს, რომ ტუმბა დაკავებულია.


XS
SM
MD
LG