ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტის მტრები


რაც უფრო ხელმისაწვდომია ინფორმაცია მოსახლეობისთვის მით უფრო ძლიერდება საზოგადოება განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. ამგვარად მოსახლეობას შეუძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. ინფორმაციისა და აზრის თავისუფალი მიმოქცევა რომელიც ელექტრონულ სივრცეში ინფორმაციის გაცვლის საფუძველს ქმნის, ასევე ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საფუძველსაც წარმოადგენს. აზრის გამოხატვისა და ინტერნეტ სივრცეში დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელების უფლება საზოგადოების სიძლიერეა, რომელსაც ხელი უნდა შეეწყოს.

სამწუხაროდ ეს უფლებები ხშირად საფრთხის ქვეშაა. ბევრ ქვეყანაში მთავრობები ბლოკავენ მსგავს წამოწყებებს, ხოლო ისინი ვინც ამ უფლებებით სარგრბლობენ ხშირად იდევნებიან. გასულ წელს ირანში ინტერნეტ ბლოგერები ძლიერი წნეხის ქვეშ მოექცნენ. ცენზურაა ჩინეთშიც. ბირმაში ადგილი ჰქონდა ინტერნეტ კაფეების დარბევას.

ამასთან ადგილი აქვს კონკურენციის და გამჭვირვალე რეგულაციას არარსებობას, რაც აფერხებს ტელეკომუნიკაციების ქსელების განვითარებას.

ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აცხადებს, რომ მსოფლიოში დაახლოებით 70 მდე კიბერ დისიდენტი იმყოფება პატიმრობაში. დაკავების მიზეზი კი მათ მიერ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციაა. გარდა დაკავებებისა არსებობს ცენზურის კიდევ სხვა ფორმებიც. ზოგიერთი ქვეყნის მთვრობის წარმომადგენელები ბლოკავენ ოპოზიციურ ვებგვერდებს. არის ისეთი ქვეყნებიც სადაც იქმნება სპეციალური დამცავი და გამფილტრავი პროგრამები. მატი საშუალებით ინფორმაციის გაფილტვრა და შემდგომ დაბლოკვა ხდება.

არცერთ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს თავისუფალი ინფორმაციის გაცვლის შეფერხება. თავისუფალი აზრის არსებობა , მისი გამოქვეყნება ყველა ადმიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს და ეს არამარტო აშშ-ს არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნას შეეხება.

ინფორმაციის თავისუფალად მიმოქცევა კარგი მმართველობის საწინდარია, რომელიც ქვეყნის ლიდერს ანგრიშვალდბულს ხდის და საჯარო დებატების დაწყებას უწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG