ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შვეიცარიაში რეფერენდუმი ჩატარდა


დღეს შვეიცარიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც მოსახლეობის შეხედულება უნდა დაედგინა მეჩეთებზე ახალი მინარეთების აშენებასთან დაკავშირებით.

მინარეთების აკრძალვის მოთხოვნა შვეისცარიის ნაციონალისტური სახალხო პარტიის ინიციატივა იყო.

რეფერენდუმის დამთავრებიდან ერთი საათის შემდეგ მიღებული წინასწარი შედეგების თანახმად, შვეიცარიელების უმრავლესობა არ არის მინარეთების მშენებლობის წინააღმდეგი. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მშენებლობების აკრძალვა არაკონსტიტუციური იქნება და ამასთან შვეიცარიის რელიგიური ტოლერანტულობის ტრადიციასაც დაარღვევს.


XS
SM
MD
LG