ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოა


ჩინეთში შიდსის ვირუსის გადადების პირველი ყველაზე გავრცელებული გზა ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კავშირია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივი ძალებით საზოგადოებაში შიდსთან დაკავშირებული უარყოფითი შეხედულების საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, რითაც დაავადების გავრცელების შესაძლებლობის შემცირებას ცდილობენ.

ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჰუნგ ჯიფუ აცხადებს, რომ გასული წლის ბოლოს 740 ათასი ადამიანი იყო შიდსითა და შიდსის გამომწვევი ვირუსით დაავადებული.

ბატონი ჯიფუს თქმით, ვირუსის სექსუალური გზით გადადების შემთხვევებმა მისი ნარკოტიკების მოხმარებით გადადების შემთხვევებს გაუსწრო.

მან ასევე განაცხადა, რომ ინფიცირებულთა დაახლოებით 44 პროცენტს ვირუსი ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის შედეგად გადაედო. ინფიცირებულთა 15 პროცენტი ჰომოსექსუალური ურთიერთობით დაინფიცირდა. ხოლო კატეგორიამ, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევდა - ანუ ვირუსის ნარკოტიკების მოხმარებით გადადებას - ინფიცირებულთა მხოლოდ 32 პროცენტი შეადგინა.

ბატონმა ჯიფუმ ეს განცხადება გაეროს შიდსის პროგრამის მიერ დაწყებული კამპანიის გახსნის დროს გააკეთა. კამპანიის დანიშნულება ჩინეთის მოსახლეობის შიდსის შესხებ განათლებაა. გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებაში დაავადებაზე არსებული უარყოფითი არსებობს, გარკვეულ ოფიციალურ ცნობებში ნაჩვენებია, რომ ჩინეთში მხოლოდ 2000 ადამიანია შიდსით დაავადებული.

გაეროს შიდსის პროგრამის დირექტორის მიშელ სიდიბეს თქმით, ჩინეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი წინსვლა გააკეთა არა მხოლოდ იმით, რომ ხმამაღლა დაიწყო შიდსზე საუბარი, არამედ იმიტომაც, რომ თავად ხელისუფლებაც ცდილობს დაავადებისა და ვირუსის გარშემო არსებული უარყოფითი დამოკიდებულება მოშალოს.

ბატონი სიდიბეეს თქმით: „მახსოვს მხოლოდ 25 წლის წინ არავის სურდა აფრიკაში არსებული შიდსის შესახებ საუბარი. მაშინ ამბობდნენ, რომ აფრიკაში ვირუსი არ არსებობდა."

ბატონი სიდიბემ განაცხადა, რომ თუ ჩინეთის ერთ მილიარდიან მოსახლეობას გავითვალისწინებთ, 740 ათასი შიდსით ინფიცირებული საგანგებო რიცხვს არ წარმოადგენს. თუმცა, ყურადღება მოსახლეობის იმ კატეგორიას უნდა მიექცეს რომელიც დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან ეკონომიკად ვითარდება.

„ჩინეთი არა მხოლოდ უამრავ ხალხს იზიდავს გარედან, არამედ ქვეყნის შიდა მიგრაციაც საკმაოდ მაღალია. ჩვენი გამოთვლებით დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით სისტემატურად გადაადგილდება. ამ მონაცემიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი სერიოზული რისკის ქვეშაა," განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

1990-ან წლებში შიდსის ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა სისხლის გადასხმა იყო.

ბატონი ჩანგი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელსაც შიდსი 1998 წელს საავადმყოფოში სისხლის გადასხმის დროს გადასდეს. ის კიდევ 30 ისეთ ადამიანთან ერთად, რომლებსაც მსგავს გარემოენაში გადაედოთ ვირუსი, ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ აპროტესტებს ჯანდაცვის სისტემის მიერ მათ დაავადებას. მისი თქმით:

ერთ-ერთმა პოლიციელმა ის უთხრა, რომ იმის ნაცვლად რომ დაავადებას ქუჩაში აპროტესრტებდეს, ჯობია მაღალი შენობიდან გადმოხტეს და თავი მოიკლას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ის დემონსტრაციის მონაწილეების შეხედულებებს კარგად იცნობს. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოებში ამ ადამიანების ინფიცირება მოხდა პლაზმის პროდუქტებისა და სისიხლის გადასხმის შემოწმების მეთოდები საგრძნობლად გამკაცრდა და სამედიცინო გზით ვირუსის გადადების შემთხვევები დრამატულად შემცირდა.


XS
SM
MD
LG