ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებში 57 ადამიანის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა


ფილიპინების ხელისუფლების განცხადებით, ორშაბათს, მაგინდანოს პროვინციაში 57 ადამიანის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა.

ფილიპინების არმიის ოფიციალური წარმომადგენელი გენერალ ლეიტენმანტი რეიმონდ ფერერი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი არმიის მაიორი ანდალ ამპატუანია, რომელიც თავის უდანაშაულობას ამტკიცებს. თუმცა, ის და ტრაგედიის მოწყობაში კიდევ 4 დანარჩენი ეჭვმიტანილი უკვე გადაიყვანეს დედაქალაქ მანილაში. ამპატუანს და ოთხ სამხედროს ბრალი ედებათ ორშაბათს ოპოზიციური დაჯგუფების წევრთა და თვრამეტი ჟურნალისტის მკვლელობაში.

XS
SM
MD
LG