ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკები


ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომლის ავტორია სალომე ჯაში და 18 ნოემბერს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა. ფილმის სახელწოდებაა "ლიდერი ყოველთვის მართალია" და ის პატრიოტთა, საზაფხულო ბანაკებში არსებულ სიტუაციას ასახავს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის რესპოდენტია ფილმის ავტორი სალომე ჯაში, რომელიც ჩვენს კითხვებს პასუხობს. არის თუ არა ბანაკებში სამხედრო აღზრდა, პროპაგანდა? როგორი არის ყოველი დღე პატრიოტთა ბანაკში? რამდენად იღებენ ბავშვები პატრიოტიზმს, როგორ იდეოლოგიას? და მთლიანად, რა მიზანი აქვს ამ ბანაკების შექმნას? სალომე ჯაში - ჩემი დაკვირვებით ამ ბანაკს აქვს ორი მიზანი, ერთი არის ის რომ საქართველოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დაისვენონ და ეს ჩემი აზრით ძალიან კეთილშობილური მიზანია, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩადიან ბავშვები, ერთმანეთს იცნობენ და სწავლობენ დამოუკიდებლად ცხოვრებას. მეორე მიზანი სახელიდან გამომდინარეობს - პატრიოტული სულისკვეთების გაღვიძება ამ ბავშვებში.

თქვენ ახსენეთ სამხედრო აღზრდა, სხვათაშორის ამ ბანაკებში, როდესაც გაიხსნა 2005 წელს, იყო შემთხვევები როდესაც ოფიცრები მიდიოდნენ და ასწავლიდნენ ბავშვებს სროლას, როდესაც მე პატრიოტთა ორგანიზატორებს ველაპარაკე, მათ თქვეს რომ ეს კომპონენტი ამოიღეს, რადგანაც ეს მათი აზრით არასწორი იყო. ეს მისასალმებელია.

ყოველი დღის დასაწყისში კოორდინატორი მიმართავდა ბანაკის წევრებს, შემდეგ ბანაკის რაზმები თავიანთ შეძახილებს ამბობდნენ, ეს შეძახილები პატრიოტული სახის იყო და იყო ყოველდღე, შემდეგ იყო ჰიმნი, ასევე ყოველდღე. საქართველოს დღე იმით გამოირჩეოდა და ეს ყოველ ნაკადზეა ასეთი დღე. ამ დღეს ისმოდა მხოლოდ ქართული სიმღერები და საღამოს იდგმებოდა სპექტაკლი, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ისტორიას. სხვა დღეებში იდგმებოდა სპექტაკლი ანტი-ნარკოტიკულ თემაზეც. ფილმში არის ამ დღიდან მხოლოდ საღამო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოა, თავისთავად ჩემ ფილმშიც არის ეს საღამო გამოყენებული და იმ დღის დილა ასევე დანარჩენი დღეებიც ზის ფილმში. მინდოდა მეთქვა პიონერთა ბანაკთან შედარებასთან დაკავშირებით, ის ადამიანები რომლებმაც ააწყვეს პატრიოტული ბანაკები: ლადო ვარძელაშვილი, დათო კირკიტაძე... ისინი დაახლოებით ჩემი ხნისანი არიან, ჩემს წელს პიონერთა ბანაკები გაუქმდა და მე იქ არასოდეს არ ვყოფილვარ, ხოდა მართლა საინეტერესოა როგორ იქმნება ასეთი სტრუქტურა. ისინი იქ ნამყოფები არ არიან მაგრამ ყველა პარალელი გავლებულია იქაურ ბანაკებთან.

ჩვენ სანამ გადაღებას დავიწყებდით, მანამდე რამოდენიმე ბანაკში ვიყავით. როდესაც ვეკითხებოდი ბავშვებს, რას სწავლობთ აქ პატრიოტიზმის მხრივ, ბევრი მპასუხობდა რომ აქ არაფერი არ არის პატროტიზმთან დაკავშირებით - სახელია მხოლოდ. აშკარა იყო რომ ბავშვები ვერ ამჩნევდნენ რომ იღებდნენ ამ ინფორმაციას.

ლიდერების მოთხოვნა ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ სლოგანი, შეძახილი და სახელი იყოს პატრიოტული სულისკვეთების. მართალია ერთ-ერთ რაზმს ჰქონდა შეძახილი არაპატრიოტული, მაგრამ დანარჩენ ცხრას ჰქონდა პატრიოტული. რაც შეეხება თვითონ სახელწოდებებს, ამას იგონებენ თვითონ ბავშვები, შეიძლება ლიდერი მათ დაეხმაროთ რაღაცაში ან თქვას რომ მოდი ცოტა შევცვალოთ, მაგრამ ბავშვები იგონებენ ამას თავისით.

მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით კინოდოკუმენტალისტ სალომე ჯაშს, ავტორ ფილმისა "ლიდერი ყოველთვის მართალია", რომელიც "პატრიოტთა ბანაკებში" არსებულ სურათს აღგვიწერდა.

XS
SM
MD
LG