ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ვიცე პრეზიდენტმა ვეტო დაადო არჩევნების კანონმდებლობას


ერაყის საარჩევნო კომისიის განცხადებით, იანვარში დაგეგმილი არჩევნებისთვის მომზადება შეჩერებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ვიცე პრეზიდენტმა ვეტო დაადო არჩევნების კანონმდებლობას.

ერაყის სუნიტმა არაბმა ვიცე პრეზიდენტმა ტარიქ ალ-ჰაშემიმ დღეს განაცხადა, რომ მან გამოიყენა ვეტოს უფლება რათა კანონმდებლობა ეროვნული არჩევნების ჩატარების შესახებ დაბრუნდეს პარლამენტში შემდგომი დამუშავებისთვის. მას სურს, რომ ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღონ საზღვარგარეთ მცხოვრები ერაყელები, რომელთა უმეტესობა სუნიტი არაბია.

ალ-ჰაშემი ერაყის სამწევრიანი საპრეზიდენტო საბჭოს წევრია. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული არჩევნების ჩატარებამდე საპრეზიდენტო საბჭოს ევალება ხსენებული კანონმდებლობის დამტკიცება.

XS
SM
MD
LG