ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში თავის პირველ ვეტერანის დღეს აღნიშნავს. პრეზიდენტი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ტრადიციულ გვირგვინით შემკობისცერემონიას დაესწრო. მანამდე კი თეთრ სახლში მეუღლესთან მიშელთან ერთად ვეტერანებისთვის საუზმეს უმასპინძლაე. წელს ამ დღესასწაულს 91 ჯერ აღნიშნავენ რაც პირველი მსოფლიო ომის დასრულებას უკავშირდება . ევროპაში ეს დღე ცეცხლის შეწყვეტის ანუ ხსოვნის დღითაა ცნობილი. ლონდონში ვესტმინსტერის სააბატოში დედოფალი ელისაბედ მეორე პატივს მიაგებს ომში დაღუპულთა ხსოვნას.