ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრიგოლ ვაშაძემ მედვედევს თავისი პასპორტი გაუგზავნა


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სემიონ ბაგდასაროვმა მოითხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, გრიგოლ ვაშაძისთვის რუსული პასპორტის ჩამორთმევა. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ამ მოთხოვნის მიზეზად გრიგოლ ვაშაძის ანტირუსული პოზიცია დაასახელა.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სათათბირომ ბაგდასაროვის ამ ინიციატივა-მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ეს ინიციატივა რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ , რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში და მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, კითხვაზე - სურდა თუ არა მას აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა უპასუხა არა! ”... მე არ მაქვს რუსეთის ხელისუფლების მოქალაქეობა. მტავრობა წავა, მაგრამ რუსეთი და რუსი ხალხი დარჩება და ისინი სწორ შეფასებებს მისცემენ იმას, თუ რამოხდა აგვისტოში”.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, მას ასეთი ინიციატივით გამოსვლა არასერიოზულად მიაჩნია, მითუმეტეს რომ რუსეთის კონსტიტუცია ამას არ ითვალისწინებს: ”ვფიქრობ, ეს არის ერთი დეპუტატის, სემიონ ბაგდასაროვის და რა დეპუტატთა ჯგუფის თავის გამოჩენის სურვილი”.

რუსეთის სათათბიროში სპრავედლივაია როსსიას დეპუტატმა სემიონ ბაგდასაროვმა თავისი ინიციატივა გუშინდელ სხდომაზე გააჟღერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობისსხდომახედღეს თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვევდევის სახელზე დაწერა შესაბამისი განცხადება და თავისი რუსული პასპორტი მოსკოვში გაგზავნა.

- კონვერტში ჩავდე ჩემი რუსული პასპორტი და ამით, როგორც რუსეთის მოქალაქის მოვალეობები ამოვწურე. მე რუსეთის მოქალაქე აღარ ვარ ! მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების პროცედურა ძალიან რთულია, ვინაიდან მას რუსეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.


XS
SM
MD
LG