ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური პარტია ორი შტატის გუბერნატორის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს 


შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტია ზეიმობს ორ შტატში გუბერნატორების არჩევნებში მიღწეულ გამარჯვებას. უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე ამ ორმა შტატმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ბარაკ ობამას გამარჯვებაში ეროვნულ საპრეზიდენტო არჩევნებში 2008 წელს. ბევრ დამკვირებელს მიაჩნია, რომ ხსენებული არჩევნების შედეგები წარმოადგენს ბატონ ობამას პოლიტიკის პოპულარობის ერთგვარ რეფერენდუმს.

ვირჯინიის შტატში, რობერტ მაკდონელმა დაამარცხა შტატის დემოკრატი სენატორი კრეი დიდსი. მაკდონელმა მოიპოვა ხმების 59 პროცენტი, ხოლო დიდსმა კი 41. მაკდონელი არის პირველი რესპუბლიკელი, რომელმაცვირჯინიის შტატის გუბერნატორის თანამდებობა 2001 წლის შემდეგ მოიპოვა. მაკდონელი და მისი მომხრეები ზეიმობდნენ გამარჯვებას ვირჯინიის შტატის დედაქალაქ რიჩმონდში.

„ამ საღამოს თქვენ მე მომანდეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორობა. მაგრამ მე გაძლევთ დაპირებას, რომ შემდგომი ოთხი წლის მანძილზე თქვენ დაინახავთ მოქმედებას და შედეგებს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვირჯინია უფრო კარგ მდგომარეობაში უნდა დავტოვოთ ვიდრე ის იყო მანამდე. დიდ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის.“ განაცხადა მაკდონელმა რიჩმონდში.

ნიუ ჯერსის შტატში კი დემოკრატი გუბერნატორი ჯონ კორზაინი დამარცხდა. ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორის თანამდებობა მოიპოვა რესპუბლიკელმა კრისტოფერ კრისტიმ, რომელიც ყოფილი ფედერალური პროკურორია.

მაკდონელმა და კრისტიმ მოიპოვეს დამოუკიდებელ ამომრჩეველთა მხარდაჭერა, რომლეთა უმრავლესობამ გასულ წელს ბატონ ობამას მისცეს ხმა. პოლიტიკური მიმომხილველების აზრით სამშაბათს ჩატარებულ გუბერნატორული არჩევნების შედეგები იმის მანიშნებელია, რომ დამოუკიდებელ ამომრჩეველთა შორის შეინიშნება უკმაყოფილება პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკის მიმართ ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში.

XS
SM
MD
LG