პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსხვერპლი ქალაქ მუსაიაბის ბაზარში ველოსიპედზე დამონტაჟებულმა ბომბის აფეთქებამ გამოიწვია. მუსაიაბი ბაღდადიდან დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული.
ქალაქ რამადის პოლიციის განცხადებით, ორი ბომბი თითქმის ერთდროულად აფეთქდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაჭრა.
მეოთხე ბომბი შიიტების წმინდა ქალაქის - კარბალას - პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა. ამ აფეთქებას ერთი ადამიანი შეეწირა, ხოლო ათი კი დაიჭრა.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია თავზე.